ამერიკული ჯგუფი „30 Seconds to Mars“, 1998 წელს ძმებმა ჯარედ და შენონ ლეტოებმა დააარსეს. სახელწოდება ძმებმა ჰარვარდის პროფესორის სტატიიდან აიღეს.
სადებიუტო ალბომი „30 Seconds to Mars“ 2002 წელს გამოვიდა და 100 000 ეგზემპლარი გაიყიდა. სიმღერაში „The Mission“ ფორტეპიანოზე ალბომის პროდიუსერი ბობ ევრინი უკრავდა.
მეორე ალბომის „A Beautiful Lie“ გამოსვლისას (2005 წელი), ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: მეტ უოკტერ და ტომო მილიშევიჩი, რომელმაც სოლონ ბიკსლერი ჩაანაცვლა. ერთი წლის შემდეგ, ალბომმა პლატინის დისკის სტატუსი მიიღო. იმავე წლის 31 აგვისტოს, ჯგუფს „MTV2 Award“-ის დაჯილდოების ცერემონიალზე ვიდეორგოლისათვის „The Kill“, მთავარი ჯილდო გადაეცა. იმავე წელს ჯგუფმა საგასტროლე ტურნე „Taste of Chaos“ გამართა. 2007 წლის 1 მარტს, ელ-პასოში, კონცერტის მსვლელობისას, მეტ უოკტერმა განაცხადა, რომ კოლექტივს ტოვებდა სახლში წასვლა ქონდა გადაწყვეტილი. ჯგუფში კი, ის ტიმ კელეხერმა ჩაანაცვლა.
იმავე წელს, იტალიაში ფესტივალზე „TRL MTV“, ჯგუფი ნომინაციის „საუკეთესო ახალი შემსრულებელი“ გამარჯვებული გახდა. აგვისტოს ბოლოს, კი კოლექტივი "MTV Europe Music Awards 2007“-ის ცერემონიალზე 4 ნომინაციაში იყო წარდგენილი („Rock Out“, „Band“, „Headliner“, „Inter Act“).
2008 წლის 15 აგვისტოს, კომპანია „Virgin Records“-მა, კონტრაქტის პირობების დარღვევის ბრალდებით, ჯგუფის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ჯარედ ლეტომ კი, MySpace-ზე განცხადება გააკეთა, სადაც თაყვანისმცემლებს ამცნო, რომმ კოლექტივი დაშლას არ გეგმავდა და აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ კომპანიას გაყიდული 2 მლნ. ალბომიდან არც ერთი პენი არ გადაუხდია ჯგუფის წევრებისთვის.
ჯგუფის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს „Echelon“ - საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც კოლექტივის კონცერტების ორგანიზებაში, პოსტერების შექმნაში, ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსებაში ეხმარება.
პერსონალური ვებ–გვერდი: http://www.thirtysecondstomars.com
დისკოგრაფია:
ალბომები:
- „30 Seconds to Mars“ - 2002
- „A Beautiful Lie“ - 2005
- „This is War“ - 2009
მინი-ალბომები:
- „Acoustic Live Radio Show“ - 2002
- „AOL Sessions Undercover“ - 2007
- „A Beautiful Lie“ - 2007
- „To the Edge of the Earth“ - 2008
|