ნოელი 1967 წლის 29 მაისს ტომას და მარგარეტ (პეგი) გალახერების ოჯახში დაიბადა. იგი მათი მეორე (პირველი იყო პოლი) შვილი იყო.
პატარა ლიამმა სახლში სიხარული ხუთი წლის შემდეგ (21.09.72) შემოიტანა.ბიჭები მალე წამოიზარდნენ. მათ ფეხბურთის და როკ-ენ-როლის დიდი სიყვარული აერთიანებდათ.
80-იანი წლების მანჩესტერი დიდი ინგლისური ჯგუფების დედაქალაქი იყო. ეს იყო პოსტ-პანკის ერა გოტიკური JOY DIVISION-ის ხმოვანებით, BUZZCOCKS-ის პანკ-პოპისა და THE SMITHS-ის მუსიკით.
1986 წელს პეგი მეუღლეს დაშორდა და ბიჭები თან წაიყვანა. მათ ეს ფაქტი მძიმედ გადაიტანეს. ლიამს დღემდე არ შეუძლია მამაზე საუბარი. პეგიმ სამსახური ცნობილ საკონდიტროში „McVittie’s“ მალევე მონახა და ძმებს ნამცხვრის „დანახვაც“ კი აღარ სურდათ.
ბიჭები დროებით სამსახურით დაკავდნენ, მაგრამ ნოელმა ტრამვა მიიღო და კვლავ სახლში აღმოჩდნენ. ამის შემდეგ, გადაწყვიტეს სერიოზულად მოკიდებოდნენ გიტარაზე დაკვრას...
ლიამი სკოლიდან ცუდი ყოფაქცევის გამო გარიცხეს. მას მუდმივად ჰქონდა მასწავლებლებთან სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებით უყვარდა საკუთარი თავი და ფეხბურთი... 1998 წელს ნოელის მეგობრებმა ჯგუფი „INSPIRAL CARPETS“ შექმნეს და იგი მოსმენაზე მიიწვიეს. როგორც შემდეგ ჯგუფის ერთ–ერთი დამფუძნებელი, კლინტ ბუნი იხსენებს, მას კარგად ეჭირა გიტარა და საკმაოდ კარგად მღეროდა. მაგრამ ის საგასტროლო მუსიკოსად მიიწვიეს და ისიც დათანხმდა.
ჯგუფთან მუშაობისას გალახერი ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა და საკუთარი სიმღერები „INSPIRAL CARPETS“-ის სტუდიაში ჩაწერა. სწორედ ამ პერიოდში, ლიამმაც ჯგუფის შესქმნელად კომპანიონების ძებნა დაიწყო. ასე აღმოჩდნენ ახალ ჯგუფში „RAIN“ ბასისტი პოლ „გუიგზ“ მაკგუიგანი; მომღერალი ლიამი, ტონი მაკქეროლი და პოლ „სულელი“ არტურსი. ჯგუფს იმდენად მწირი შემოქმედება ჰქონდა. რომ მას სახელწოდების ახლით - „OASIS“ შეცვლამაც კი ვერ აუმაღლა მსმენელში რეიტინგი.
1993 წელს ბიჭების დემოკასეტა ხელში ჯონ მარს ჩაუვარდა, რომელიც მათი დიდი თაყვანისმცემელი და დროებით ჯგუფის მენეჯერი გახდა და ნოელს „Gibson Les Paul“-ის მარკის გიტარაც კი აჩუქა.
ერთ-ერთი გამოსვლის დროს, ჯგუფის წევრებმა ლეიბლის „Creation“ ბოსი - ალან მაკგი გაიცვნეს, რომელმაც ბიჭებთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა. ამას უამრავი ლეიბლისგან მოჰყვა შემოთავაზება და საბოლოოდ, ჯგუფმა კონტრაქტი „Creation“-ის დახმარებით „Sony“-თან გააფორმა. შედეგად, მათი მსმენელისა და კონცერტების გეოგრაფიული რუკაც გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის, ჯგუფს მხოლოდ ერთადერთი ჩანაწერი - „Columbia“ ჰქონდა, მუსიკალური ექსპერტები მთელ ბრიტანეთს როკ-ენ-როლის ახალი ვარსკვლავების დაბადებას ამცნობდნენ. 1994 წლის 11 აპრილს ჯგუფის პირველი ოფიციალური სინგლის „Supersonic“ პრეზენტაცია შედგა, რომელიც არაჩვეულებრივად მიიღო საზოგადოებამ. ნოელი, როგორც სიმღერების ტექსტის საუკეთესო შემქმნელი, პოპულარული ჯილდოს „Igor Novello“ მფლობელიც კი გახდა.
ჯგუფის პირველი ალბომი „Definitely Maybe“, გამოსვლიდან სამ დღეში 150000 ეგზემპლარი გაიყიდა.
ამ პერიოდში ჯგუფში ცვლილებები მოხდა. კონფლიქტის გამო კოლექტივი ტონი მაკქეროლმა დატოვა, რომელიც ალან უაიტმა ჩაანაცვლა.
1995 წელს, ჯგუფის მეორე მულტიპლატინის ალბომი „(What’s The Story?) Morning Glory“, სინგლების „Wonderwall“, „Some Might Say“ ნაკრებთან ერთად გამოვიდა.
1997 წლის პირველ ნახევარში ორივე ძმა დაქორწინდა, მაგრამ მათ შემოქმედებაზე ამ მოვლენას ცუდი გავლენა არ მოუხდენია. მათი მუსიკა უკვდავია, ნოელი საკეთესო პოეტია და კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას...
პერსონალური ვებ–გვერდი: http://www.oasisinet.com
დისკოგრაფია:
- “Definitely Maybe” – 1994
- “What`s The Story) Morning Glory” – 1995
- “Heathen Chemistry” - 2002
|